პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მხრიდან ევროკომისიისთვის კიდევ ერთი შესაძლო უნდობლობის ვოტუმის შესახებ.
მისი თქმით, იმატებს პროტესტი, იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებიც არ ემსახურებიან ევროკავშირის გაცხადებულ მიზნებს.
„იმატებს პროტესტი, იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებიც აშკარად არ ემსახურებიან ევროკავშირის გაცხადებულ მიზნებს. იმ მიზნებს, რომელიც პირველ რიგში მიმართულია ამ დიდი გაერთიანების ფარგლებში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების, შენარჩუნების და ამ ფონზე ქვეყნების ეკონომიკის და დემოკრატიული განვითარების მშენებლობისაკენ. ვხედავთ, რომ უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს ევროპელი ბიუროკრატების ცალკეულ ქმედებებს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

