თვითონ ევროკავშირში ამასთან დაკავშირებით არის სერიოზული უკმაყოფილება, ვინაიდან უკრაინაში დაწყებული ომის შედეგად ევროკავშირის ფინანსური მდგომარეობა არის გაუარესებული და ასეთი მიმართულებით თანხების გასროლას რა თქმა უნდა უკმაყოფილება მოჰყვება, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევრო ბიუროკრატიის მიერ ძალადობრივი აქციების დაფინანსებაზე საუბრისას.
მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც კონკრეტულად არის საუბარი 7 მილიარდ ევროზე, რომლის უდიდესი ნაწილიც პოლიტიკურ ლობიზმზეა დახარჯული.
„კონტროლის პალატამ, ანუ ევროკავშირის აუდიტის სამსახურმა პირდაპირ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც კონკრეტულად საუბარია 7 მილიარდ ევროზე. ჩაითვალა, რომ თანხის უმრავლესობა დახარჯულია პოლიტიკურ ლობიზმზე, მემარცხენე იდეოლოგიის კიდევ უფრო პროპაგანდირებაზე, კონსერვატორული აზრის ჩახშობაზე.
ჩვენ ძალიან სერიოზული ჩამკეტი მექანიზმები გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. „გამჭვირვალობის კანონი“, „ფარას“ კოპირებული ვერსია, ასევე გრანტების შესახებ კანონი. საქართველოში ძალიან უჭრით თავიანთი მდიდარი „ენჯეოების“ დაფინანსება, თუმცა მათი მიზანი არის, რომ რაღაცნაირად კანონს გვერდი აუარონ და შავი გზებით შემოიტანონ ფული საქართველოში. ამასთან დაკავშირებითაც ძალიან აქტიურად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ფაქტობრივად ყველა სქემა გაიშიფრა, თუ როგორ იყენებენ სხვადასხვა სასწავლებელს ამ ენჯეოების დასაფინანსებლად და ა.შ.“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა
