მადლობა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რომ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას პასუხისმგებლობით და ჰუმანურად იყენებს და ათეულობით ადამიანს მისცა შესაძლებლობა, დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში და დაიწყოს ახალი ეტაპი ცხოვრებაში, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც შეწყალების უფლებას არ იყენებს პარტიული ინტერესებით ან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ათეულობით პატიმარი შეიწყალა.
შეწყალების აქტი ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას.
მნიშვნელოვანია, რომ შეწყალება არ არის ფორმალური ჟესტი ან ემოციური ნაბიჯი. თითოეული საქმე დეტალურად განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს მკაფიო რწმენა, რომ კონკრეტული ადამიანის გათავისუფლება არ წარმოადგენს საფრთხეს და მას რეალურად შეუძლია საზოგადოებაში დაბრუნება.
დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც შეწყალების უფლებას არ იყენებს პარტიული ინტერესებით ან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით.
ამ აქტს საზოგადოებრივი და ადამიანური ღირებულება აქვს თუმცა ოპოზიციის მხრიდან ჩვეულ ნორმად იქცა ამ თემაზე პოლიტიკური ქილიკი.
წლებია მათ ერთნაირი ნარატივი აქვთ და ერთსა და იმავე სცენარს იმეორებენ, მათთვის შეწყალება ყოველთვის პოლიტიკური ინსტრუმენტია, როგორც ეს წარსულში, სააკაშვილის პერიოდში იყო.
თუმცა ფაქტები სხვას აჩვენებს: დღეს შეწყალება არ ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და არ არის პოლიტიკური იარაღი პრეზიდენტის ხელში.
მადლობა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რომ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას პასუხისმგებლობით და ჰუმანურად იყენებს და ათეულობით ადამიანს მისცა შესაძლებლობა, დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში და დაიწყოს ახალი ეტაპი ცხოვრებაში“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
