პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით.
„ამაზე მაღალი სტანდარტის მტკიცებულება უკვე არ არსებობს – არის ვიდეოჩანაწერები აბსოლუტურად ყველა დაპატიმრებულზე. ამის მიუხედავად, ისინი რაღაცას დემაგოგობენ და ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ეს მშვიდობიანი შესეირნება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. რაც უფრო მალე დაბრუნდებიან ისინი რეალობაში, მათთვისვე იქნება უკეთესი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა – საქმე ეხება 12 ბრალდებულს.
კომენტარები
