სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები საიდან შედგება, ეს იქნება იჯარა, ხელფასები თუ ნებისმიერი სხვა, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, გამოითქვა მზაობა ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან. ვფიქრობთ, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გამოგვივა, რითაც საერთო ჯამში მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას ფასნამატებთან მიმართებით. შემდგომ დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
