ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი Wissol-ის და Smart-ის გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიესალმება ფასების დაწევას.
„და თუ მიესალმებით, აქამდე რას ელოდებოდით?! აუცილებლად პრემიერს უნდა შეექმნა კომისია, ასეთ მისასალმებელ ამბავს რომ მოვსწრებოდით? მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ეს ამბავი გიხაროდეთ, მაგრამ სწორედ ზემოთ აღნიშნული კომისიის გამო მოგიწევთ. იგივე მოუწევთ ნავთობის და მედიკამენტების გაღორებულ მონოპოლისტებსაც”, – წერს გეგეჭკორი Facebook-ზე.

კომენტარები
