ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, „ფედერალისტების“ წევრის, თენგო კირთაძის მიერ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. საუბარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ სასურსათო ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით დაწერილ პოსტზე.
„კირთაძე შე მართლა ამაზრზენო არაკაცო! მართლა კლოუნების პარტიის წარმომადგენელო! კობახიძემდე რომ მიხვიდე გინდ განათლებით და გინდ ჭკუით, კიდევ ცხრა ცხოვრება რომ იცხოვრო არ გეყოფა! რა კატასტროფა სჭირს ეს ამ ხალხს, რამდენად მოღალატეები არიან, რამდენჯერაც მთავრობამ ხალხის პრობლემებთან ბრძოლა დაიწყო, იმდენი ღვარძლს და ბოღმას რომ ანთხევენ? ჩარჩებით ბოლომდე მაგ ბოღმაში!”, – წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.


კომენტარები
