იმედი მაქვს, შეიქმნება ისეთი ფორმატები, სადაც იქნება ჯანსაღი კრიტიკა ნებისმიერი პოზიციონირების, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. ამით დეპუტატი გამოეხმაურა, პრემიერის ინიციატივას საზოგადოებრივ ცხოვრებაში დებატების გახსნისა და საჯარო დისკუსიის დაბრუნების შესახებ.
„განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში არათუ დებატებზე იყო საუბარი, არამედ პირდაპირი ზეწოლა იყო სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე. იმედი მაქვს შეიქმნება ისეთი ფორმატები, სადაც იქნება ჯანსაღი კრიტიკა ნებისმიერი პოზიციონირების“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა:
„მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის“.
