სამთავრობო-საპარლამენტო კომისია მზად არის იმისათვის, რომ ჩვენს თითოეულ მოქალაქესთან, შემომტანებთან, ბიზნესმენებთან ერთად განვიხილოთ ის საკითხები, თუ სად შეიძლება დარეგულირდეს და მივიღოთ ის ფასები, რომელიც მისაღებია ჩვენი მოქალაქეებისთვის, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიკამენტებთან დამოკიდებულება. როგორც იცით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიაფდა ის მედიკამენტები რომელზედაც დაწესდა რეფერენტული ფასები, თუმცა რჩება კიდე სამი ათასამდე მედიკამენტი, რომელზედაც არ გავრცელდა რეფერენტული ფასების შეზღუდვა. აქ არის ფასთა ზრდა, ისევე როგორც პირველადი მოხმარების სამედიცინო საგნებთან, ამიტომ სამთავრობო-საპარლამენტო კომისია მზად არის იმისათვის, რომ ჩვენს თითოეულ მოქალაქესთან, შემომტანებთან, ბიზნესმენებთან ერთად განვიხილოთ ის საკითხები, თუ სად შეიძლება დარეგულირდეს და მივიღოთ ის ფასები, რომელიც მისაღებია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა ლომინაძემ.
მაღალი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში შეხვედრები როგორც სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც შედგება.
გასულ კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ შეხვედრები ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან, ასევე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა, სადაც პროდუქტზე მაღალი ფასის დაწევის გზების ძიებაზე იმსჯელეს.
