ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე ფასები იყოს დაწეული, თუმცა გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ უშუალოდ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტული მიმართულებით, ფასები დაწევას დაიწყებს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ფასების დარეგულირების მიზნით სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესში პარლამენტი მონაწილეობას მომავალი კვირიდან დაიწყებს.
„პარლამენტი შემდეგი კვირიდან დავიწყებთ მონაწილეობას ამ სამუშაოში. იქაც გამჭვირვალე იქნება ყველა ტიპის შეხვედრა. იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმი. შევხედავთ კონკრეტულ სივრცეს, სადაც შესაძლებელია ფასების დაწევა და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე ფასები იყოს დაწეული, თუმცა გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ უშუალოდ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტული მიმართულებით, ფასები დაწევას დაიწყებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
