თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმა შეცდომა იქნება, რადგან თეირანი მზადაა აშშ-თან ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.
„ირანზე თავდასხმა არასწორია. ომის კვლავ დაწყება არასწორია. ირანი ბირთვულ თემაზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა“, – განაცხადა ფიდანმა.
მისი თქმით, ამერიკელები ირანს ჯერ ერთ თემაზე უნდა ესაუბრონ, ხოლო მისი დახურვის შემდეგ მეორეზე გადავიდნენ.
„ჩემი რჩევა ამერიკელი მეგობრებისადმი იქნება: „დახურეთ ირანთან თემები ერთი მეორის მიყოლებით. დაიწყეთ ბირთვული თემით, დახურეთ, და ნუ განიხილავთ მას პაკეტში. თუ თქვენ მას პაკეტში განიხილავთ, ირანელი მეგობრებისთვის იქნება ძალიან რთული ამის შესრულება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კომენტარები
