რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, თუ უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს.
„თუ ზელენსკი მართლა მზად არის შეხვედრისთვის, კი ბატონო, ჩვენ მას მოსკოვში ვეპატიჟებით. ამასთან ერთად, ჩვენ გარანტირებულად უზრუნველყოფთ მის უსაფრთხოებასა და ყველაფერს, რაც მუშაობისთვის საჭირო იქნება“, – თქვა უშაკოვმა.
მისი თქმით, თავად პუტინს ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუ ის მოსკოვში ჩამოვა.
გარდა ამისა, როგორც უშაკოვმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს პუტინისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინის ლიდერთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა განიხილოს.
კომენტარები
