72 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი მიხეილ სალაძე.
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართული სპორტის ლეგენდის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის მიხეილ სალაძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და სპორტულ საზოგადოებას“, – ნათქვამია საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის სამძიმრის წერილში.
მიხეილ სალაძე 1981 წელს მსოფლიოს თასის მფლობელი და ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავე გახდა. 1973, 1977, 1982 წლებში იყო მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი. ასევე, 1981 წელს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა. მიხეილ სალაძე იყო ღირსების ორდენის ორგზის მფლობელი და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი.
