სააკაშვილი ისე განადგურდება, მის სადღეგრძელოსაც აღარავინ დალევს, – ამის შესახებ პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიული პარტიების კოორდინაციის პროექტს ერჩის.
„სააკაშვილის პოსტიდანაა ნაწყვეტი. დემოკრატიული პარტიების კოორდინაციის პროექტს ერჩის ეს მაოხრებელი გზირი. გრასრუტი კი არა, მეგობრებო, ამ პოლიტიკურ ლეშს, რამდენიმე უკბილო ორკის გარდა, კაცი აღარ ჰყავს. რეგისტრაციის საერთო პროექტში 100 კაცი ძლივს დაირეგისტირეს „ნაცებმა“, როცა 500-მდე „ფედერალისტი“ პირველ ორ დღეში დარეგისტრირდა. იძირება ეს ფარჩაკი იქ, სადაც მისი ადგილია და ყველაფრის თან წაღება უნდა.
მე არ ვიცი, ეს ვის უსმენს, მაგრამ გადაეცით, ერთადერთი შანსი, რომ გადარჩეს ისაა, ლაგამი ამოიდოს, მოქცევის წესებს დამორჩილდეს და კუთხეში ჩუმად იჯდეს. არადა, განადგურდება ისე, რომ სადღეგრძელოსაც აღარავინ დალევს ამისას“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც, მისივე თქმით, გაერთიანების წინააღმდეგ არიან.
