საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს გერმანელი პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდითაა შესაძლებელი”, – წერს შალვა პაპუაშვილი.
გალერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მოსკოვური ქმნილებები, ივანიშვილი, კობახიძე და კომპანია ერთადერთები არიან, რომლებმაც ქვეყანა უნდა დატოვონ“.
კომენტარები
