ვინც მყარად დგას საკუთარ არგუმენტებში, ის არასდროს გაურბის დებატებს, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„ვინც დებატებიდან გარბის, ის სინამდვილეში გარბის პოლიტიკიდან. ეს რადიკალური ჯგუფები სინამდვილეში არიან არა პოლიტიკური პარტიები, არამედ პოლიტიკური პროექტები“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
გახარიას პარტია დებატების ფორმატს იწუნებს და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მათი ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ გახარიას პარტიას კონკრეტულ საკითხებზე არგუმენტები არ აქვს და დებატებში ჩართვაც სწორედ ამიტომ არ სურთ.
კომენტარები
