გიორგი ჯინჭარაძემ დევნილებთან შეხვედრა გამართა.
”დევნილ მოსახლეობასთან უწყვეტი და პირდაპირი კომუნიკაცია ჩემი პრიორიტეტია. შესაბამისად, დღეს 30-ზე მეტ დევნილ მოქალაქესთან მორიგი შეხვედრა გავმართე. პირადად მოვისმინე თითოეული საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით აქტუალური და პრიორიტეტულია.
ჩვენი გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა კომპეტენციის ფარგლებში ეფექტურად ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს, შევისწავლოთ ყველა საკითხი და მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს აფხაზეთის მთავრობისგან რეალური მხარდაჭერა.”












კომენტარები
