აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”შენი სიცოცხლე 1992 წელს გაგრაში შეწყდა, მაგრამ შენი გმირობა და ღირსება ცოცხალია ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში. ჩვენ, შენი ოჯახი ყოველთვის ამაყი ვართ შენი გზით და შენი გმირობით.
შენ ხარ მაგალითი შეუდრეკლობის, ერთიანი და თავისუფალი სამშობლოს იდეის, რომელსაც ვერაფერი დაამარცხებს.
ამაყი ვარ, რომ უამრავი ადამიანი დღემდე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებს შენ სახელს. შენგან დატოვებული ეს უდიდესი მემკვიდრეობა ჩემთვის, როგორც შენი შვილისთვის ყველაზე დიდი და ძვირფასი მონაპოვარია, რაც შეიძლებოდა მშობლისგან მიმეღო.
შენ დარჩი 40 წლის ახალგაზრდად, რომლის ყველა სურვილი და მიზანი, საყვარელ ოჯახთან ერთად, აფხაზეთს უკავშირდებოდა და მჯერა, რომ დადგება დრო, როცა დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ, მშობლიურ აფხაზეთში და გაგრა იქნება ისეთი, როგორიც მიხეილ ჯინჭარაძეს სურდა.
დაბადების დღეს გილოცავ მამა!”


