ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ და ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა მოუწოდეს ევროპას, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან დიალოგის აღსადგენად. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
„ევროკავშირი ასევე უნდა იყოს ჩართული ამ დისკუსიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რუსეთთან პირდაპირ არ ვიბრძვით, უკვე მრავალი წელია მხარს ვუჭერთ უკრაინას და კვლავ ვაგრძელებთ ამას“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა Euronews-თან ინტერვიუში, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენც უნდა გვქონდეს სიტყვის უფლება, თუმცა, როგორც ხედავთ, ცოტა დავაგვიანეთ. ეს ჩვენ უნდა დაგვეწყო – შესაძლოა, არა პრეზიდენტ ტრამპს, არამედ ევროკავშირს უნდა დაეწყო ამ საკითხის დიპლომატიური გადაჭრის გზების ძიება. ორიოდე წლის წინ ისეთ პოზიციაში ვიყავით, რომ აგრესორებთან არ ვსაუბრობდით, ახლა კი იმაზე ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ვართ“, – დასძინა მან.
