უკრაინის დელეგაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში რუსეთთან და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დაასრულა.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის პრესსპიკერმა, დიანა დავითიანმა განაცხადა.
„დღეისთვის მოლაპარაკებები დასრულდა“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.
მოლაპარაკებების გაგრძელება ხვალ, ხუთშაბათს, 5 თებერვალს არის დაგეგმილი.
უკრაინულ მხარეს აბუ-დაბიში წარმოადგენენ რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, დავით არახამია და გენერალური შტაბის უფროსი ანდრიი გნატოვი.
კომენტარები
