აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, ვერ შეძლოს ირანთან შეთანხმების მიღწევა, თუმცა შეერთებული შტატები მზად არის შეხვედრისთვის, რათა „სცადოს ამის გარკვევა“.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ხალხთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ვცადოთ და ეს გავარკვიოთ“, – აღნიშნა რუბიომ.
მან დაადასტურა, რომ ადმინისტრაციას სურს, მოლაპარაკებების ფოკუსში მოექცეს არა მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამა, არამედ მათი „ბალისტიკური რაკეტების სპექტრი“, „რეგიონის მასშტაბით ტერორისტული ორგანიზაციების სპონსორობა“ და „საკუთარი ხალხისადმი მოპყრობა“.
კომენტარები
