რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, რუსული კომპანიებს ვენესუელიდან გასვლას აიძულებენ.
ლავროვის თქმით, ეს ხდება ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შემდეგ.
„ახლა, ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჩვენს კომპანიებს ღიად აიძულებენ, ვენესუელიდან გავიდნენ“, – აღნიშნა ლავროვმა.
3 იანვარს შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყო, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი დააკავა და ნიუ-იორკში გადაიყვანა.
აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, ისინი, სავარაუდოდ, „ნარკოტერორიზმში“ იყვნენ ჩართულნი და საფრთხეს წარმოადგენდნენ შეერთებული შტატებისთვის.
კომენტარები
