გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხდა, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
კომენტარები