თბილისის საკრებულოს ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაქარია წიკლაური, პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად №83 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
„სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში და ჩვენს რაიონშიც სკოლების მშენებლობებთან დაკავშირებით გვაქვს გამოწვევები, სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ პრობლემა ამ კუთხით უახლოეს მომავალში იქნეს გადაწყვეტილი,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზაქარია წიკლაურმა.
ინფორმაციისთვის, თბილისში №83 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლა 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულად უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს.
კომენტარები
