უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რუსეთთან ომის დაწყებას გამოიწვევს.
„ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღებთ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება. თუ ევროკავშირის ერთი წევრი ომშია, აღნიშნულ ომში გარდაუვალად სხვა წევრებიც ერთვებიან. ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რუსეთთან ომის დაწყებას გამოიწვევს. რაღაც მომენტში მშვიდობა რომც დამყარდეს, ომის რისკი მუდამ იარსებებს“, – თქვა ორბანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს.
კომენტარები
