სან სიროს სტადიონზე ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა.
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა მილანი და კორტინა დ’ამპეცო, სადაც მომდევნო კვირების განმავლობაში პლანეტის უძლიერესი ათლეტები მედლებისთვის იბრძოლებენ.
საზეიმო აღლუმზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ეროვნული სიმბოლიკით წარსდგა.
გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი.
ოლიმპიურ თამაშებში საქართველო ორ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში – რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
კომენტარები
