რჩება დაახლოებით 3 ათასამდე მედიკამენტი, რომლის ფასების რეგულირების მოთხოვნაა ჩვენი მოსახლეობიდან, – განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.
„ამაზე მუშაობა დაწყებულია, აქტიურად ვართ ჩართული პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტი და დარწმუნებული ვარ, რომ აქაც მიიღწევა ის შედეგი, რაც ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნით არის“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს – ასეთია მთავრობის საკოორდინაციო კომისიის მუშაობის შედეგი. სავარაუდოდ, ფასების შემცირების მიზნით სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
კომენტარები
