ქართული ოცნების ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ ქვეყანას ამზადებს 2030 წელს ევეოკავშირში გასაწევრიანებლად. იქვე ირწმუნება, რომ მომავალ 4 წელიწადში ყველაფერი გამოსწორდება – „დიფ სტეიტის“ მართული ბიუროკრატია დამარცხდება, ომში ჩართვასაც აღარ მოგვთხოვენ, ქრიატიანულ ღირებულებებსაც დაუბრუნდებიან და 20 წლის განმავლობაში უკანმავალი ეკონომიკაც უცებ აყვავდებაო, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, რეალობა სხვაგვარია, რასაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებაც ადასტურებს იმის შესახებ, რომ 2030 წლისთვის, ევროკავშირი ომში ჩაერთვება.
შაქარიშვილის თქმით, ხედავენ იმასაც, რომ ევროკავშირი მომავალშიც არ აპირებს საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას, ყოველი მომდევნო წელი კი გაერთიანების ეკონომიკისთვის კიდევ უფრო რთული იქნება, შესაბამისად, არსებობს ლეგიტიმური კითხვა იმის შესახებ, ასეთი მომავლისთვის ამზადებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას, როცა ევროკავშირში გაწევრიანების პირობას იძლევა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ ქვეყანას ამზადებს 2030 წელს ევეოკავშირში გასაწევრიანებლად. იქვე ირწმუნება, რომ მომავალ 4 წელიწადში ყველაფერი გამოსწორდება – „დიფ სტეიტის“ მართული ბიუროკრატია დამარცხდება, ომში ჩართვასაც აღარ მოგვთხოვენ, ქრიატიანულ ღირებულებებსაც დაუბრუნდებიან და 20 წლის განმავლობაში უკანმავალი ეკონომიკაც უცებ აყვავდებაო…
მაგრამ აი როგორია რეალობა – უნგრეთის პრემიერმა ორბანმა, რომელიც ევროკავშირში საღი აზრის მატარებელ თითზე ჩამოსათვლელ ლიდერთა შორისაა, განაცხადა, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება. მისი თქმით, ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში მონაწილეობა მიიღონ.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ლგბტ სტრატეგია 2026/2030, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ევროკავშირის შიგნით, ბავშვებში სქესის შეცვლა უნდა იყოს უპრობლემოდ ხელმისაწვდომი.
ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას არც მომავალში აპირებენ და მეტიც, მარტა კოსი(გინი) აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით შავი ფულის შემოსატანად, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის.
რაც შეეხება ეკონომიკას – „დიფ სტეიტის“ მიერ თავსმოხვეული „მწვანე პოლიტიკის”, რუსეთთან ომის, სანქციების და სხვა გიჟური გადაწყვეტილებების შედეგად, ევროკავშირის ეკონომიკის წილი გლობალურ ეკონომიკაში სულ უფრო მცირდება და თავიანთივე ორგანიზაციების მონაცემებით მომავალში ეს ტენდენცია გაგრძელდება.
2025 წელს, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა 1.6% -ს შეადგენდა, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. იმ ფონზე, რომ იმატებს სამხედრო ხარჯები, გრძელდება უკრაინის ომი, ძვირდება ენერგო-რესურსები, ცხადია, მომდევნო წლები ევროკავშირის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.
მგონი, ამ ყველაფრის შემდეგ, ლეგიტიმურია კითხვა – ასეთი მომავლისთვის ამზადებს ხელისუფლება ქვეყანას, როდესაც აცხადებს, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გააწევრიანებს…?“, – წერს ვატო შაქარიშვილი.


