ამ შემთხვევაში ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ალათ, რუკას დახედა და გაიაზრა, რომ გეოგრაფიას ვერ შეცვლის, განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკომისიის კვლევის შეფასებისას, რომელიც ქვეყნის და მთლიანად რეგიონის სატრანსპორტო პოტენციალს ეხება.
მისივე თქმით, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო და აღნიშნულმა დასკვნამ ეს გამოავლინა.
„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ ურთიერთობები ევროკავშირთან აუცილებლად გადაიტვირთება, მხოლოდ ან ერთი წინაპირობა უნდა იყოს, ან მეორე – ან ეს ბიუროკრატები უნდა შეეგუონ იმას, რომ საქართველოს სახით მათ ვასალი არ ეყოლებათ და აგენტურასაც ვერ მოიყვანენ რევოლუციის გზით საქართველოში და დასხდნენ და ჩვენ გვესაუბრონ. ხშირად ვამბობ-ხოლმე ამ ფრაზას, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო და ამ დასკვნამ ეს ყველაფერი გამოაჩინა.
ან მეორე წინაპირობა უნდა იყოს, რომ თუ ისინი ვერ შეეგუებიან, რომ ვერ ჩაანაცვლებენ „ქართულ ოცნებას“ ვერც არჩევნების გზით, რადგან ბევრჯერ სცადეს და ვერც რევოლუციის გზით – ასევე ბევრჯერ სცადეს, მაგ შემთხვევაში, როდესაც წავლენ ეს ევრობიუროკრატბი და სხვები მოვლენ, ამის ნიშნები არის, ევროპელმა ხალხმა გამოღვიძება დაიწყო – ჩეხეთში ცვლილებები მოხდა და ნელ-ნელა ეროვნული ძალები იკრებენ რეიტინგს, ასეთ შემთხვევაში ამ გზას უნდა დაველოდოთ და 2030 წლამდე, როდესაც გაფართოება არის დაანონსებული, არჩევნები უნდა იყოს ევროპარლამენტის – მანამდე იქ ბევრი რამ მოხდება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ეს ევრობიუროკრატია შეიცვლება და ყველაზე მომზადებული ვიქნებით დანარჩენ კანდიდან ქვეყნებს შორის იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პარამეტრი და მოცემულობა ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ევროკომისიის აღნიშნული კვლევა ოფიციალური დასკვნაა და იგი ევრობიუროკრატებისა და მმართველი კლასის გარეშე იგი ვერ იქნებოდა.
