მოლოდინია, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ფასებზე შეთანხმება მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი გზა ადმინისტრაციულ იძულებაზე არ გადის, პრემიერ-მინისტრიც თანამშრომლობაზე საუბრობს. მან თქვა, რომ სახელმწიფოს სუს-ი რეპრესიული ღონისძიებისთვის კი არ სჭირდება, არამედ დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად, რათა შემდეგ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ველოდები, რომ ფასები შემცირდება და ეს იქნება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის შედეგი. საქართველო სოციალური სახელმწიფოა. რა თქმა უნდა, ფასების დაწევის ინიციატივა ვიღაცისგან უნდა წამოსულიყო და ეს პრემიერმა გააკეთა. მას ვიღაცებისთვის რაღაც უნდა შეეხსენებინა და ეს თავის თავზე პრემიერმა აიღო და კარგია. ხელისუფლებამ ეს საკითხი ფართო ასპარეზზე გამოიტანა. აქამდე ფასების დაწევა რატომ არ ხდებოდა? – იმის გამო, რომ საქართველოში ერთმანეთთან საუბარს გადავეჩვიეთ, ეს აკრძალულია და ამ სიტუაციის შესაქმნელად მილიონები დაიხარჯა, რომ საუბარი არ ყოფილიყო. აქედან უნდა გამოვიდეთ“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
