საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მიხეილ მაღლაკელიძის მოადგილედ ზვიად დვალი დაინიშნა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ახლად დანიშნული მოადგილე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალმა მოადგილემ თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის შესახებ საკუთარი ხედვები გააცნო და მათ წარმატებები უსურვა.
ზვიად დვალს ამ პოზიციაზე დანიშვნამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას როგორც სამართალდამცავ უწყებაში, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
კომენტარები
