ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და არა უკრაინასთან, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბუდაპეშტში, ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და არა უკრაინასთან, რადგან უკრაინა, საქართველოსგან განსხვავებით, არა მხოლოდ დაასუსტებს ევროკავშირს, არამედ მისთვის საფრთხესაც წარმოადგენს ომის, მაფიისა და უხარისხო მარცვლეულის მიწოდების სახით“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები
