ერთია, როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება და მეორეა ფაქტები. ფაქტების წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ვერ მიდის, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კორუფციის აღქმის ინდექსზე საუბრისას.
მისივე თქმით, დაფიქსირებულია, რომ საქართველოში არის უპრეცედენტო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.
„ყველაზე მთავარი არის პრევენცია, რომ ასეთი დანაშაულები აღარ მოხდეს, იყოს მეტი გამჭვირვალობა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
კომენტარები
