უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, რომ თებერვალში არჩევნები გამოაცხადოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ზელენსკი არჩევნების თარიღს 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავზე გამოაცხადებს.
სავარაუდოდ, არჩევნები მაისში ჩატარდება. როგორც Reuters-ი იუწყება, ზელენსკი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს და ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებულ რეფერენდუმს დანიშნავს.
ქვეყნის მეთაურის არჩევის პარალელურად უკრაინელებს მოუწევთ გადაწყვიტონ, ეთანხმებიან თუ არა აშშ-ისა და ევროპელების ჩართულობით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას.
კომენტარები
