ეს განცხადებები არის ცინიკური და დამცინავი, – ასე შეაფასა ლევან მახაშვილმა შვედეთში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გაკეთებული განცხადებები.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოება შვედეთის მოქმედი მთავრობის რეალურ მიზნებს ხედავს.
„საზოგადოებამ დაინახა რეალურად მეგობრობის ფიცთან ერთად, როგორ მოუწოდებდნენ ასევე ძალადობისკენ, მაიდნის სცენარის გათამაშებისკენ. აი ეს არის ის რეალური დღის წესრიგი, ის ფარული მიზნები, რომლებიც, როგორც ჩანს, გასული წლების განმავლობაში ამოძრავებდა შვედეთის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ერთი მხრივ, თვალში ნაცარს აყრიდნენ მოსახლეობას – მეგობრობას ეფიცებოდნენ და საერთო ინტერესებზე საუბრობდნენ და ამ დროს ცეცხლს უნთებდნენ ძალადობრივ დემონსტრაციებს რუსთაველზე“, – აცხადებს მახაშვილი.
კომენტარები
