მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარმატებული ქალი მეცნიერები დააჯილდოვა. დაჯილდოების ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების სფეროს განვითარებაში ქალთა ფასდაუდებელ წვლილზე ისაუბრა.
მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: ნინო კობაური, მარეხ მაზანაშვილი, თინათინ ტყემალაძე, მარიკა თედორაძე, ია მოსაშვილი, ელზა ჯინჭარაძე, ნინო წულაია, ნინო ბერიძე და ნათელა ბაღათრიშვილი.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან 11 თებერვალს აღინიშნება და მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა.














