პირველ რიგში ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი პოლემიკა, ჯანსაღი დებატები, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, წარმოუდგენელი იყო ისეთ დონეზე იყო პოლარიზაცია, ერთმანეთის აზრის მიმღებლობა არ არსებობდა.
„რა თქმა უნდა, ყველასთან ვერ დაჯდები სადებატოდ და არც უნდა შეხვიდე პოლემიკაში. არიან მარგინალური ჯგუფები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლის აკრძალვაზეც თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე, იმ მტრული პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ისინი საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდნენ, ჩვენ გაკეთებული გვაქვს მოთხოვნა მათ აკრძალვასთან დაკავშირებით. დებატს რაც შეეხება შინაარსობრივად, პოლემიკას, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ეს არის მიღებული პრაქტიკა და ვფიქრობ, პირველ რიგში ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი პოლემიკა, ჯანსაღი დებატები.
უამრავი საკითხია, შესაძლოა რაღაცაში მე ვცდები, რაღაცაში დახმარება მჭირდება, რაღაცაში თანადგომა მჭირდება. რაღაცაში შესაძლოა მიმითითო და მითხრა, რომ ეს ასე არასწორია, მაგრამ ჩვენთან რა პრაქტიკა იყო წლების განმავლობაში, შეურაცხყოფა, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მიდიოდნენ. წარმოუდგენელი იყო ისეთ დონეზე იყო პოლარიზაცია, ერთმანეთის აზრის მიმღებლობა არ არსებობდა. ჩვენ თუ მოვახერხებთ და ამას შევცლით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული პოლიტიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
