მე ჩამოვედი ფართო დელეგაციით. ჩემთან ერთად არიან ეკონომისტები, რომლებიც წამყვან ბიზნესებს წარმოადგენენ ხორვატიაში, სკანდინავიურ ქვეყნებს. მათ ძალიან აინტერესებთ საქართველოს ბაზარი, კავკასიის ეს ზონა. ჩემი და ყველა ხორვატის სოლიდარობა საქართველოსთან კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ვთლი, რომ შეძლებთ მშვიდობიანად აღიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ზორან მილანოვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარდაჭერას იმსახურებს და მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატვაა.
„ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ სამყაროში. ამიტომაც ვიმყოფები აქ ჩემს მეგობრებთან ერთად. ზოგიერთს წლების ვიცნობ. მანამდე არ შევხვედრილვარ პრეზიდენტ ყაველაშვილს. უკვე შევხვდით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები იქნება ძალიან მაღალ დონეზე. ნება მომეცით დავასრულო, ამ ერს მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა. ამავე დროს, ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებს არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება და ქაღალდის ფურცელზე წერდნენ. საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვის ვიმყოფები აქ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
