ჩემთვის პატივია, რომ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე.
„ჩემთვის პატივია, რომ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ჩვენმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე და საერთო ერთგულება პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისადმი“, – წერს ირაკლი კობახიძე.
Honored to host H.E. Zoran Milanović, President of Croatia (@Ured_PRH), on his first official visit to Georgia. Our meeting reaffirmed the strength of 🇬🇪-🇭🇷relations and joint commitment to further deepening bilateral partnership. pic.twitter.com/kXDHIlZHUM
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) February 12, 2026
