პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილი მიესალმა ზორან მილანოვიჩის პირველ ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა ამ ვიზიტის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიას შორის მეგობრული ურთიერთობები.
შალვა პაპუაშვილმა ხორვატულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია ევროკავშირის ამჟამინდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და მისი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებასთან პირადად განიხილოს არსებული სიტუაცია. მისი თქმით, ხორვატია მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით.
შალვა პაპუაშვილი ხორვატიის პრეზიდენტს უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა.
ხორვატიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკა, რომელიც სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზეა მიმართული.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.











