ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის, საგარეო უწყების პრეროგატივაა, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაიყვანონ ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე და შესაბამისად, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ესტონეთის გადაწყვეტილებაზე, საქართველოში საკუთარი ელჩო სომხეთში გადაიყვანოს.
„ჩვენც გვაქვს გარკვეული საჭიროებები, ხშირ შემთხვევაში ხდება დიპლომატების ცვლილება. ზოგან საელჩოები ხშირად ელჩის გარეშე ფუნქციონირებს, ამაშიც არ არის არაფერი განსაკუთრებული, თუკი ამას თავად ესტონური მხარე არ აძლევს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ცნობილია, ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.
კომენტარები
