მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, 2026 წლის 13 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბახტიორ საიდოვის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
„საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები
