ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის დარტყმებს “სათანადო ძალით” უპასუხებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინგლისურენოვანი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო შეერთებული შტატებისა და ისრაელის დარტყმა და მას “დანაშაულებრივი სამხედრო აგრესია“ უწოდა.
“აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ განახლებული სამხედრო აგრესია იმ დროს მოხდა, როდესაც ირანი და შეერთებული შტატები დიპლომატიური პროცესის შუაგულში იმყოფებოდნენ,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გუშინ, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებს გულისხმობდა.
“ახლა ირანელი ხალხი ამაყობს იმით, რომ ყველაფერი გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად. ახლა დროა დავიცვათ სამშობლო და გავუწიოთ წინააღმდეგობა მტრის სამხედრო აგრესიას,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
