სამხრეთ ირანის ქალაქ მინაბში, გაეროს შვილობილ გოგონათა სკოლებზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, – იტყობინება ირანული მედია, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო IRNA, ჰორმოზგანის პროვინციის გუბერნატორზე დაყრდნობით.
დარტყმების შედეგად, დაშავებულია კიდევ 45 ადამიანი, – იტყობინება The Guardian-ი ირანული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ რეპორტაჟზე დაყრდნობით.
ამასთან, ბრიტანულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ მინაბში “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” (IRGC) ერთ-ერთი ბაზა მდებარეობს.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი საჰაერო იერიშების შემდეგ, ქვეყანაში ინტერნეტი სრულად გაითიშა. დარტყმების შედეგების შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, მთავრობის მიერ კონტროლირებადი წყაროებიდან ვრცელდება.
კომენტარები
