ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე (IRIB) კიბერთავდასხმა განხორციელდა. ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანელი ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვები გადიოდა. შეფერხების დროს გაუშვეს სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის, ხამენეის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის კადრებიც
28 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ისრაელმა
ოპერაციას “ლომის ღრიალი”, აშშ-მა კი “ეპიკური რისხვა” უწოდა. სამიზნე ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი განადგურდა. 28 თებერვალს, გვიან ღამით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია ოფიციალურად დადასტურდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აღნიშნული ოპერაციის შედეგად სულ მცირე 15 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული. ცოტა ხნის წინ ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანში განხორციელებული დარტყმების შედეგად ეროვნული რადიოსა და ტელევიზიის ოფისის ნაწილი დაზიანდა
