დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ირანის სარაკეტო შეტევები „არაპროპორციულ“ ქმედებებად შეაფასეს. კირ სტრარმერის, ემანუელ მაკრონისა და ფრიდრიხ მერცის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანა მზადაა, რეგიონში საკუთარი და მოკავშირეთა ინტერესების დასაცავად ნაბიჯები გადადგან. ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები ირანის ტერიტორიაზე გაანადგურონ.
სტარმერი, მერცი და მაკრონი ადასტურებენ, რომ ამ მიზნით აშშ-სა და რეგიონის სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობას განაგრძობენ.
კომენტარები
