ამერიკულმა ძალებმა ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტის 9 გემი ჩაძირა, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკის შეერთებულმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ იმავე ბედს გაიზიარებენ სხვა ირანული ხომალდებიც.
„მალე ზღვის ფსკერზე იტივტივებენ“, – დაწერა ტრამპმა.
აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. თეირანში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
კომენტარები
