ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს“, – დაწერა ლარიჯანიმ სოციალურ ქსელში X.
მანამდე The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ლარიჯანიმ მოლაპარაკებების ინიციატივა წამოაყენა და ეს წინადადება აშშ-ს შუამავლების მეშვეობით გადასცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან საუბარში განაცხადა, რომ ირანის ახალმა ხელმძღვანელობამ მას მოლაპარაკებების განახლება სთხოვა და ის ამაზე თანახმაა. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად ვისგან მოდიოდა აღნიშნული თხოვნა.
კომენტარები
