ქუვეითში ამერიკული გამანადგურებელი F-15 ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.
როგორც CNN-ი წერს, გამანადგურებელი აშშ-ის საჰაერო ძალების ქუვეითის ბაზა „ალ-სალემი“-დან 10 კილომეტრში ჩამოვარდა. გამოცემის ცნობით, მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი შესაძლოა „მეგობრული ცეცხლით“ ჩამოაგდეს.
დილით, ქუვეითში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა გაფრთხილება ირანის მხრიდან რაკეტებითა და დრონებით ახალი თავდასხმების საფრთხის შესახებ.
კომენტარები
