ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ირანში არსებული კრიზისის ერთადერთი ხანგრძლივი გადაწყვეტა დიპლომატიური გზაა.
„ეს ნიშნავს ირანისთვის სანდო გარდამავალ პერიოდს, როგორც ბირთვული, ისე ბალისტიკური პროგრამების საბოლოო შეწყვეტას და რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების დასრულებას“, – განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მან ასევე დასძინა, რომ ევროპამ ბევრი უნდა იმუშაოს დეესკალაციისთვის და კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად.
28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს. შედეგად დაიღუპა ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები. საპასუხოდ, ირანი უკვე მესამე დღეა, დრონებითა და რაკეტებით უტევს ისრაელს, ისევე როგორც აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს სპარსეთის ყურეში.
კომენტარები
